ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლაში შეიქმნა ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტი ,,ჟურნალისტთა კლუბი’’, რომლის წევრებიც VI-IX კლასის მოსწავლეები არიან.
პროექტის მიზანია ამუშავდეს სკოლის რადიო ხაზი, ყოველთვიურად დაიბეჭდოს სკოლის გაზეთი: ,,სკოლის სიახლეები" , შეიქმნას კედლის გაზეთი -,,სიახლეების დაფა“ და ვებ-გვერდზე აიტვირთოს ელექტრონული სახით მასალები.
რადგან პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეებში წიგნიერების ამაღლებას, კითხვის , წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის , გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარის განვითარებას, ამიტომ ჩავრთავთ შემოქმედ მოსწავლეებს და (მათი სურვილისამებრ) წარმოვაჩენთ მათ ნაშრომებს (ნახატები, სიმღერები, ლექსები, სტატიები და ა.შ ).
,, ჟურნალისტთა კლუბი“ მუდმივად წარმოაჩენს როგორც სკოლის სიახლეებს , ასევე მოსწავლეთა ინტერესთა სფეროდან გამომდინარე სხვადასხვა საინტერესო თემებზე არსებული ინფორმაციებს. კლუბს ექნება საშუალება ჩაატაროს კვლევა, როგორც მოსწავლეებში ისე სკოლის თემში ამა თუ იმ პრობლემურ საკითხზე. კლუბი ასევე გამოიყენებს საინფრომაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს და შექმნიან -ციფრულ რესურსებს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს მოახდინონ თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების რეალიზება. დაეხმარებათ თვითშეფასების ამაღლებასა და თვითდამკვიდრებაში.

No comments:
Post a Comment